ახალი ამბები
ქვახვრელში მოქმედმა გამგებელმა დავით ონიაშვილმა 41 ხმა მიიღო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გორის მერის კანდიდატს და, ამავე დროს, მოქმედ გამგებელს დავით ონიაშვილს ხმა 41-მა ამომრჩეველმა მისცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საუბნო კომისიიდან აცნობეს. ხმის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ეს ის სოფელია, სადაც რამდენიმე ხნის წინ გამგებლის წინააღმდეგ აქცია მოაწყეს. დავით ონიაშვილმა 2017 წლის 21 სექტემბერს ,,ქართული ოცნება" დატოვა და ,,შენების მოძრაობის" სახელით გორის მერის კანდიდატი გახდა.

 

მერის კანდიდატები

პირველ ადგილზე ,,ქართულ ოცნების" კანდიდატი კოტე თავზარაშვილი გავიდა - 305 ხმით

მე-2 ადგილი - რეზო კახნიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) 102 ხმა

მე-3 ადგილზე - დავით მახნიაშვილ (უგულავა-ბაქრაძე) - 54 ხმა

მე-4 ადგილზე - დავით ონიაშვილი (,,შენების მოძრაობა") - 41 ხმა


რაც შეეხება სოფლის მაჟორიტარ კანდიდატებს:


პირველი ადგილი - დავით ადუაშვილი (ქართული ოცნება) 317 ხმა

მეორე ადგილი - ვასილისა ჯავახიძე (ნაც. მოძარობა) - 69 ხმა

მესამე ადგილი - თემურ აფხაზაშვილი (შენების მოძრაობა) - 67 ხმა


პარტია

ქართული ოცნება" - 298 ხმა

ნაციონალური მოძრაობა - 102 ხმა

უგულავა-ბაქრაძე - 56 ხმა

,,შენების მოძრაობა" - 33 ხმა

სოფელ ქვახვრელში 1493 ამომრჩეველია რეგისტირებული. არჩევნებზე 571 ამომრჩეველი მივიდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები