ახალი ამბები
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 4 საჩივარია შეტანილი
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს სულ ოთხი საჩივარი შევიდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა. მალხაზ მირუაშვილის თქმით, აღნიშნული 4 საჩივრიდან ორი განუხილველი დარჩა.

რაც შეეხება დანარჩენ 2 საჩივარს, მას კომისია ხვალ, 22 ოქტომბერს განიხილავს.

საუბნო საარჩევნო კომისიებმა კი, მალხაზ მირუაშვილის ცნობით, გაცილებით მეტი საჩივარი მიიღეს.

დღეს 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართა. საოლქო კომისიის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის უბნებზე, 110 174 ამომრჩევლიდან - 44 278 მოქალაქე (40.19%) მივიდა.

ფოტოზე: ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერის მანქანა შინდისის უბანზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები