ახალი ამბები
სამთავისში პოლიცია გამოიძახეს და ხმებს ხელახლა ითვლიან - სადაო გახდა 3 ხმა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში პოლიცია გამოიძახეს. იგოეთის განყოფილების თანამშრომლები საარჩევნო უბნის შესასვლელთან დგანან. ამავე უბანზე ორი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი იტყობინება, საუბნო კომისია ხმებს ხელახლა ითვლის.

ხმების ხელახლა დათვლას ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართვეოსთვის" წარმომადგენელი მალხაზ ჯაბანაშვილი აპროტესტებს. მისი თქმით, ის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს 3 ხმით უსწრებდა, თუმცა მმართველი პარტიის კანდიდატების წარმომადგენლებმა შედეგების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს.

სამთავისში მმართველი გუნდის კანდიდატია ლადო უზნაძე. მალხაზ ჯაბანაშვილის მომხრეები კი, შედეგების გაუქმებას ითხოვენ.




კომისიის წევრები შედეგებს ხელახლა ითვლიან




გაუქმებული ბიულეტენი, სადაც შემოხაზულია მალხაზ ჯაბანაშვილი, დანარჩენი კანდიდატები ვლადიმერ უზნაძის გარდა - გადახაზული

Print

სტატიის გამოყენების პირობები