ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით გორის მერის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა პირველივე ტურში მოიგო
გორის მერის კანდიდატი კოტე თავზარაშვილი, წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში იგებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ოქმების მიხედვით, რომელიც ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაითვალეს, კოტე თავზარაშვილმა ხმების 54,5% აიღო.

გორის საოლქო კომისიაში სულ ოთხი საჩივარია შესული, აქედან ორი საჩივარი განუხილველად დატოვეს. დანარჩენ ორს, საოლქო კომისია დღეს განიხილავს.

ცესკოს მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე (40.19%) გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები