ახალი ამბები
სამთავისში ხმების ხელახალი დათვლის პროცესში საოლქო კომისიის თანამშრომლები ჩაერთვნენ
ამ დრომდე არ დამთავრებულა სოფელ სამთავისის საარჩევნო უბანზე შედეგების ხელახალი გადათვლა.

ადგილზე კასპის 30-ე საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ და პროცესს ესწრებიან. შენობის გარეთ ორი კანდიდატის მხარდამჭერები და პოლიციის თანამშრომლები დგანან.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის ცნობით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ 3-ით მეტი ხმა დაითვალეს.

საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად, ხმების დათვლის შედეგად ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მალხაზ ჯაბანაშვილმა 162 ხმა მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის ვლადიმედ უზნაძის სასარგებლოდ - 159 ხმა დაითვალეს.

,,ამის შემდეგ, მალხაზ ჯაბანაშვილს 3 ბიულეტენი გაუუქმეს, ხოლო ვლადიმერ უზნაძეს ერთი ხმა მიუმატეს. თანაფარდობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა 160/159-ზე. ამას კომისიის წევრებს შორის უთანხმოება მოჰყვა და გადაწყდა ხმების ხელახალი გადათვლა" - გვითხრა მალხაზ ჯაბანაშვილის წარმომადგენელმა უბანზე.




ოპოზიციონერი კანდიდატის, მალხაზ ჯაბანაშვილის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიულეტენები სადავო მას შემდეგ გახდა, რაც შედეგები მალხაზ ჯაბანაშვილის სასარგებლოდ დაიდო

Print

სტატიის გამოყენების პირობები