ახალი ამბები
52-უბნიდან 49-ს მონაცემებით, ხაშურში მეორე ტურია მოსალოდნელი
ხაშურის მერის არჩევნებზე მეორე ტურია მოსალოდნელი. ცესკომ 52-უბნიდან დღეს დილით 49 უბნის შედეგები გამოაქვეყნა.

მოქმედმა გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა სხვა კანდიდატებთან შედარებით, პირველ ადგილზეა.

შედეგები ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

გიორგი გურასპაშვილი ,,ქართული ოცნება" - 41,54% , 6 982 ხმა
რამაზ ნოზაძე ,,დამოუკიდებელი" - 18,59% - 3124 ხმა
გიორგი მახათაძე ,,ნაციონალები" 16,62% - 2794 ხმა

ცესკოს მონაცემებით, ხაშურშ, 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)


მთავარ ფოტოზე: მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ამომრჩევლებთან



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები