ახალი ამბები
სამთავისში საბოლოო ოქმი შედგა - ოპოზიციონერ კანდიდატს 1 ხმით ნაკლები აქვს
კასპის 30-ე საოლქო კომისიამ სოფელ სამთავისის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამ ოქმის მიხედვით, გამარჯვებულია ვლადიმერ უზნაძე ,,ქართული ოცნებიდან".

რაც შეეება მალხაზ ჯაბანაშვილს (დ.ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველოსთვის"), ის უზნაძეს მხოლოდ ერთი ხმით ჩამორჩება. 

ამჟამინდელი შედეგი ასეთია:

ვლადიმერ უზნაძე - 160 ხმა
მალხაზ ჯაბანაშვილი - 159 ხმა

არასამთავრობო ორგანიაცია ,,სამართლიანი არჩევნები" საოლქო კომისიისგან ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. ამის მიზეზი ის ვითარება გახდა, რაც შუაღამეს უბანზე ხმის დათვლის პროცედურების დროს განვითარდა.

თავდაპირველად, შედეგები მალხაზ ჯაბანაშვილის სასარგებლოდ დაიდო 162 ხმით, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატს 159 ბიულეტენი ერგო. საუბნო კომისიამ სადაო 3 ბიულეტენი გახადა, საიდანაც ორი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო ერთი ბიულეტენი უზნაძის სასარგებლოდ ჩათვალეს. 

საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საოლქო კომისია საჩივარს სავარაუდოდ დღეს განიხილავს.

მალხაზ ჯაბანაშვილი ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრებმა არაკომპეტენტურობა გამოაჩინეს. ის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმზეც მიუთითებს, სადაც მის პარტის სოფლიდან ნული ხმა აქვს.

ფოტოზე: მალხაზ ჯაბანაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები