ახალი ამბები
გორის 6 უბანზე ჩანაწერთა წიგნები არ დალუქეს, ხოლო ერთ უბანზე შემაჯამებელი ოქმები არასწორად შეავსეს
ბერბუკის, კირბალის, მარანას, ხიდისთავის, გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ხურვალეთის დევნილთა დასახლების საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, სავარაუდოდ, დისციპლინარული სახდელები დაედებათ.

ამის მიზეზი საოლქო კომისიაში გვიან ღამით  დაულუქავი ჩანაწერთა წიგნების წარდგენა გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" დამკირვებელმა შესაბამისი საჩივარი უკვე დაწერა.

დამკვირვებელი ითხოვს, რომ თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ დისციპლინარული ზომები გატარდეს. საჩივრის განხილვისას გადაწყდება, თუ რა სახის ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ.

რაც შეეხება არასწორად შევსებულ შემაჯამებელ ოქმებს, ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა შეამჩნია. კერძოდ, წმინდაწყლის დასახლებაში კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მერის, ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში შემოსულ ამომრჩეველთა რაოდენობები ერთმანეთს  არ ემთხვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები