გორის მერის კანდიდატმა ალეკო ლურსმანაშვილმა არჩევნებში 393 ხმა
მიიღო. ამის შესახებ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებით
გახდა ცნობილი.
კომუნისტების ლიდერმა ყველაზე მეტი ხმა გორის უბნებიდან მიიღო - 193
ხმა.
რაც შეეხება სოფლებს, აქ ყველაზე მეტი მხარდამჭერი სოფელ პატარა
გარეჯვარში აღმოჩნდა - 16 მოქალაქე. ცესკოს მონაცემებით, გორის
მუნიციპალიტეტში 110 174 ამომრჩევლიდან უბანზე 44 278 მოქალაქე
(40.19%) გამოცხადდა.
არის უბნები, სადაც კომუნისტების კანდიდატმა ვერც ერთი ხმა მიიღო:
ესენია: არცევის, რეხის, ბოშურის, ყველანთუბნის, არაშენდას,
ორთაშენის, შინდისის, სათემოს, კვარხეთის, შავშვების, ხურვალეთის,
ასევე, დევნილთა დასახლებების: სკრის, ბერბუკისა და ხურვალეთის
დასახლებების უბნები.
ალეკო ლურსმანაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ
მერად არჩევის შემთხვევაში სტალინის ძეგლს საბჭოთა ბელადის
სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დადგამდა და გადადგებოდა.
ფოტოზე: ალეკო
ლურსმანაშვილი ადგილობრივი კომუნისტების ყოფილი ლიდერის, აწ
გარდაცვლილი არჩილ ჯირკველიშვილის ფოტოთი. არჩილ ჯირკველიშვილი მოქმედი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მამა იყო.
სტატიის გამოყენების პირობები