ახალი ამბები
გორში მუსიკისა და ცეკვის ცენტრმა ,,იბერია" დეფილე მოაწყო
გორში, მუსიკისა და ცეკვის ცენტრმა ,,იბერია", დამწყები მოდელების მონაწილეობით, თეატრის ეზოში დეფილე მოაწყო. ახალგაზრდა მოდელებმა დიზაინერ ანანო ნადარეიშვილის კოლექცია უჩვენეს.

,,იბერიის" სტუდიაში 14 სახელოვნებო მიმდინარეობას შორის, სამოდელი სააგენტო ,,,,New Face Models" ფუნქციონირებს. სცენაზე სწორედ, ამ სააგენტოს გოგონები გავიდნენ. ხელმძღვანელი მარიკო ქვლივიძე ამბობს, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და უახლოეს მომავალში გორში მხრებგაშლილი გოგონები ივლიან.

სამოდელო შოუს ჩატარებას გორის მერიამ და თეატრის ადმინისტრაციამ შეუწყო ხელი. ,,იბერიას" დირექტორის, გიორგი გვერდწითელის თქმით, სტუდია მასშტაბურ ჩვენებებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები