ახალი ამბები
გორის უბნებში მოქალაქეთა ჯგუფების მიერ დაგეგმილი პროექტები მერიის ,,სამოქალაქო საბჭომ" შეარჩია
2017 წელს, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, ქალაქის დასახლებებში კეთილმოწყობის სამუშაოები, ძირითადად სკვერების, სათამაშო მოედნების და სხვ. რეაბილიტაცია, მოწყობა და რემონტი დაიგეგმა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს. ეკონომიკური სამსახურის ცნობით,  900 000 ლარის ფონდი, ქალაქის 6 უბანზე გადანაწილდა, თითოს 150 000 ლარი შეხვდა. 

ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფებმა, მერიაში თითო-თითო 150 000-ლარიანი საპროექტო განაცხადების ფორმები წარადგინეს. ეს განაცხადებები მერის სათათბირო ორგანომ, - „სამოქალაქო საბჭომ“ შეაფასა და შეარჩია.

სამოქალაქო ბიუჯეტის თანხით (275,992 ლარი) დაიგეგმა და განხორციელდა ჭავჭავაძის და იერუშალაიმის ქუჩების დამაკავშირებელი (ყოფ. ლუნაჩარსკის) მონაკვეთის რეაბილიტაცია, ვოლოგდის დასახლებაში მოსაცდელის გადატანა ქალაქის მიმართულებით, კორპუსებთან მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია, წმინდაწყლის დასახლების კორპუსებთან და დევნილთა დასახლებასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.

სტალინის სახელობის სკვერში კასკადური შადრევნის რეაბილიტაცია - 58,954 ლარი

ჭალის დასახლებაში არსებული სკვერის, ამილახვრის ქ N11-ში მდებარე სკვერის რეაბილიტაციის და ვერხვების დასახლებასთან ძმები რომელაშვილების ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები 98,180 ლარი

კვერნაკის დასახლებასთან მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია 97,944 ლარი

შინდისის გზატკეცილის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები 38,192 ლარი

შინდისის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს თარხნიშვილის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩის კვეთამდე № 9,11,13,15,ბინების მიმდებარედ გაზონებისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 28,623 ლარი

სამოქალაქო ბიუჯეტით ქარხნის ქუჩაზე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა 97,443 ლარი

სამოქალაქო ბიუჯეტით ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობა 50,000 ლარი

სამოქალაქო ბიუჯეტით ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ მოედნის მოწყობა 74,401 ლარი

სამოქალაქო ბიუჯეტით კაჩინსკების ქუჩა (ყოფილი რუხაძის ქუჩა) N51, N 51 ა, N52, 53 და N54 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია  8,000 ლარი

წმინდაწყლის ქუჩების დამისამართება - 6,568 ლარი

ჯამში ათვისებულ იქნა სულ 834,297. ზემოაღნიშნული პროექტების უმრავლესობის სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები