ახალი ამბები
საფეხმავლო ხიდით ფციდან პედაგოგები სამუშაოდ მეზობელ სოფლებში დადიან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცასა და სოფელ ბერძენაულს შორის არსებული საფეხმავლო ხიდი დაზიანებულია. ხიდით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ფციდან ბერძენაულისა და აბისის საჯარო სკოლების მიმართულებით პედაგოგები სამუშაოდ, სწორედ, ამ ხიდის საშუალებით მიდიან.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაზიანებული ხის კონსტრუქციები ადგილზე მოინახულა. მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის შედგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

გამგებლის წარმომადგენლის გია კილასონიას განცხადებით, დაკიდულ ხიდს რეაბილიტაცია 2000-იან წლებში ჩაუტარდა, გარკვეული სარემონტო სამუშაოები კი, - 2-3 წლის წინ განახორციელეს, თუმცა, ეს ხიდის სრული აღდგენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

,,ეს ხიდი მდინარე ფრონეზეა გაკეთებულია. ჩვენსა და ბერძენაულს შორის მანძილი დაახლოებით 1 კმ-ია. ფაქტიურად, მოკლე გზაა და მოსახლეობას აღარ ჭირდება შაქშაქეთზე შემოვლა" - აცხადებს გია კილასონია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები