ახალი ამბები
ბიზნეს სამართლის საკითხებზე გორში ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს
ქ. გორში "ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებთან" დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის ორგანიზებით, მოეწყო.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: აბრეშუმის გზა და ადვოკატის შესაძლებლობელი, სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი პრინციპები და გამოწვევები, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში გამოყენებადი უზრუნველყოფის საშუალებების მნიშვნელობა და რეგულირების წესი, ვალაუვალი მოვალის სტატუსი გაკოტრების საქმის წარმოებაში.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ. ,,ჩემს კოლეგებთან შეხვედრა გორში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა . კოლეგიალობის და ერთად მოქმედების დიდი სურვილი გამოითქვა. ერთად დავსახეთ ადვოკატთა ჩართულობის, მათი ხელმისაწვდომობის, საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამკვიდრების შესაძლებლობები." - განაცხადა მან.

შეხვედრის შემდგომ მონაწილეობს გადაეცათ საპატიო სიგელები.





Print

სტატიის გამოყენების პირობები