ახალი ამბები
7 ჩემპიონი კრივის ტურნირზე
29 ოქტომბერს, გიორგი კარელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი კრივში, ქალაქ გორში, ავთანდილ შოშიაშვილის დარბაზში გაიმართა.

შეჯიბრებაზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული 10 - მდე მოკრივეთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

სპორტსმენებმა პირველობისათვის, ორ ასაკობრივ და 14 წონით კატეგორიაში იბრძოლეს. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ტურნირის მთავარი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი აცხადებს, რომ საუკეთესო მოკრივედ ფოთელი გიორგი საჯაია დასახელდა.

,,წარმატებულად იასპარეზეს გორიდან ნიკა ბაბუციძემ, ლუკა მიქაბაძემ და ავთანდილ შოშიაშვილმა. ჭიათურიდან გამოირჩეოდა ლაშა გაგანიძე, ხოლო თელავის გუნდიდან ამირან აბრამიშვილი. " - აცხადებს ბადრი ყულუმბეგაშვილი

მოკრივეებმა ტურნირზე 7 პირველი ადგილი მოიპოვეს.  გამარჯვებული სპორტსმენები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები