ახალი ამბები
საზოგადოება „ბილიკში“ მედია და კითხვის კლუბი განახლდა
საზოგადოება „ბილიკში“ მედია და კითხვის კლუბი განახლდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, კლუბში ახალგაზრდები, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეები მედიის კუთხით სხვადასხვა აქტივობებს გააგრძელებენ.

კლუბმა ერთთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. კითხვის კლუბის ფარგლებში მონაწილეებმა წაიკითხეს ქართველი მწერლების ნაწარმოებები და განიხილის ის პრობლემები, რაც ამ ნაწარმოებებშია ასახული.

მედია კლუბის ფარგლებში კი მოსწავლეებისთვის რეგულარულად ტარდებოდა ტრენინგები, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: რა არის მედია და სოციალური მედია? რა არის რეკლამა და რა გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე, ბავშვთა უფლებები.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და საკუთარი აზრი გაუზიარეს ერთმანეთს. განხორციელდა გარე აქტივობა, სადაც მედია კლუბის წევრებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბავშვთა უფლებებზე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები