ახალი ამბები
ავტობანზე მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე სოფელ რუისთან მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებული არავინაა.

ავტომანქანა მეორე ზოლში თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და, სავარაუდოდ, შემთხვევა ცუდმა ხილვადობამ გამოიწვია.

პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები