ახალი ამბები
გორის სასაფლაოებიდან მერიაში შემოსავალი გაორმაგდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გორის მერიის ბიუჯეტში სასაფლაოდან შემოსავლები გაიზარდა. ამის შესახებ ააიპ ,,გორის სასაფლაოების მოვლა პატრონობის სამსახურის" ხელმძღვანელმა გიორგი საათაშვილმა წერილობით აცნობა.

ერთწლიანი მუშაობის შედეგების საპრეზენტაციო ანგარიში ორგანიზაციამ ქალაქის საკრებულოს აპარატს გაუგზავნა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, გასულ 2016 წელს სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ანგარიშზე 10 640 ლარი შევიდა, 2017 წელს კი, - 22 190 ლარი. ნაშთის სახით 2015 წლიდან დაახლოებით 4900 ლარი იყო შემორჩენილი.

ოფიციალური ცნობით, 2016 წელს სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხარჯმა ხელფასების ჩათვლით 10 793 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წელს, თანაც 9 თვის მონაცემებით, 22 625 ლარი.

რა მიზეზით და რატომ მოხდა შემოსავლებისა და, პარალელურად, ხარჯის, მათ შორის, ხელფასების ზრდა, ამის თაობაზე მერიაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები