ახალი ამბები
კასპის ქუჩებს პლაკატებისგან ასუფთავებენ
კასპის მუნიციპალიტეტისა და პარტია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პლაკატებისგან ქალაქის ქუჩების გასუფთავება დაიწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დასუფთავების აქცია ორი დღის დაიწყო. ამინდის გაუარესების გამო, დროებით შეწყდა. ,,როგორც კი ამინდი გამოვა, სამუშაოები გაგრძელდება" - აცხადებენ გამგეობაში.

პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო პლაკატებისგან ქუჩების გასფუთავებისთვის 15 დღის ვადა აქვთ. ეს ვადა არჩევნების დამთავრების დღიდან, 21 ოქტომბრიდან აითვლება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები