ახალი ამბები
გორში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს ტრენინგი ჩაუტარეს
2017 წლის 29 – 30 ოქტომბერს, გორში არსებული საოჯახო სასტუმროების მფლობელებისა და მენეჯერებისთვის, ორდღიანი ტრენინგი თემაზე ,, სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა“ ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრას ორგანიზება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, შიდა ქართლის ტურიზმის კავშირ ,,მეგზურის“ და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

,,ტრენინგის მაღალ დონეზე ჩატარება უზრუნველყო, ა(ა) იპ ტრენინგების საერთაშორისო ცენტრმა თემურ ზოიძის ხელმძღვანელობით, მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა ტრენერმა ნინო მოწყობილმა. დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს ეწვია და სერტიფიკატები გადასცა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამჯერად უკვე ახლად არჩეულმა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა." - განაცხადა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები