ახალი ამბები
გორში კომპანია ,,ტაომ" ხუთი სკვერის მშენებლობა ვადებში ვერ დაასრულა
სამშენებლო კომპანია ,,ტაო", რომელიც წყალტუბოშია რეგისტირებული, გორში, ორი სკვერის მშენებლობა ვერ დაასრულა. ამის გამო, ქალაქის მერიამ მის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები აამოქმედა.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, უცნობია, საჯარიმო თანხის ოდენობა, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, ყოველ ვადაგადიცებულ დღეზე გადასახდელი თანხა იზრდება.

შესყიდვების სამსახურის ცნობით, სადგურის დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე მდებარე სკვერი ,,ტაოს" 120 დღეში უნდა დაესრულებინა. სექტმბერში მერიის იინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების შესრულების ვადა 30 ოქტომბრამდე გაუგრძელა და დაასრულა.

,,ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპანია მზადაა დაასრულოს სხვა სამუშაოებიც" - აცხადებს პრეს-სამსახური.

ჯამში, ქარხნის ქუჩაზე, სკვერისთვის 98 000 ლარი იყო გამოყოფილი. ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, კომპანიის ანგარიშზე, მხოლოდ, 55 ათასი ლარია გადარიცხული.

რაც შეეხება ჭალის დასახლებას, აქ დაუმთავრებელია ამილახვრის ქუჩა N11 - თან და ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე ახალი სკვერის რეაბილიტაცია, აქ ძირითადი ვადის ამოწურვისას, სამუშაოები 40%-ით იყო შესრულებული. პროექტის ჯამური ღირებულება აქაც 98 ათასი ლარი.

კიდევ ერთი სკვერი, სადაც სამუშაოები არ დასრულდა, კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე მდებარეობს, აქ კომპანიას მინი სტადიონის რეაბილიტაციაც უნდა მოეხდინა (პროექტის ღირებულება 98 000 ლარი). 

ვადაგადაციებულია შინდისის გამზირზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციაც - 38 ათასი ღირებულების სამუშაოები.

კომპანია ,,ტაოს" ოფიციალურ ნომერზე, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, უცხო ადამიანები პასუხობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები