ახალი ამბები
გორში ,,ოკუპაციის მუზეუმისთვის" ნივთების და ფოტოების შეგროვება დაიწყო
გორს მალე ახალი მუზეუმი შეემატება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს მიეძღვნება. ამისთვის დიდი და პატრა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მათი სოფლის ამსახველი რაიმე ნივთი, ისტორია ან ფოტო და ვიდეო მასალა ამ მუზეუმში განათავსონ.

პროექტს, შიდა ქართლში ოკუპაციის მუზეუმების გახსნის შესახებ, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. დაინტერესებული პირები მასალების წარსადგენად, სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდნენ: 574 06 85 32

დევნილი მოსახლეობის გარდა, სამუზეუმო ექსპონატად აღნიშნული მასალების წარმოდგენა სხვა მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი რაიმე ნივთი ან ამბავი გააჩნიათ.

გორის პარალელურად ,,ოკუპაციის მუზეუმები" იხსნება კასპში, ხაშურსა და ქარელშიც, თითოეული მათგანი საკუთარი რაიონის საარქივო მასალას და ისტორიას მომავალ თაობას შემოუნახავს.

The Wall Street Journal-ის ფოტო


Print

სტატიის გამოყენების პირობები