ახალი ამბები
ავსტრალიელი და შვედი სტუდენტები ვერხვების დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ
მალმოს უნივერსიტეტისა (შვედეთი) და ფლინდერის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორები და სტუდენტები, დღეს, დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ. ადგილობრივებთან შეხვედრას ორგანიზება შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

ფორუმის დაწყებამდე დასახლება დაათვალიერეს, სტუდენტთა ნაწილმა კი, დევნილ ბავშვებთან ერთად, მინი სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს.

ფორუმის ხელმძღვანელის, ლალი ომიაძის განცხადებით, უცხოეული სტუდენტები და მათი პროფესორები ადგილობრივებისგან მოისმენენ ინფორმაციას კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ.

დევნილთა დასახლებას, ძირითადად, მალმოს და ფლინდერის უნივერსიტეტების კავკასიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორები, დეკანები და სტუდენტები ეწვივნენ. მათთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესორებიც იმყოფებოდნენ.

,,თსუ-ს ორგანიზებით ტარდება სამდღიანი ღონისძიება მიძღვნილი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს. ღონისძიება დაიწყო 1 ნოემბერს და დამთავრდება 3 ნოემბერს. კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. 1 ნოემბერს პროგრამით გათვალისწინებული იყო ადგილობრივი ექსპერტებისა და პროფესორების მოხსენებები. დღეს გაიმართა პანელი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. დღის მეორე ნახევარში კი, დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ" - აცხადებს სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენელი.

3 ნოემბერს გაიმართება სიმულაციური თამაში და შეჯამდება კონფერენციის შედეგები.



სტუდენტებმა დევნილ ბავშვებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს




მალმოს უნივერსიტეტის პროფესორი დევნილებს საკუთარ თანამშრომლებს და სტუდენტებს აცნობს, რომლებიც კავკასიოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობენ და სწავლობენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები