ახალი ამბები
10 ნოემბერს გორში საქართველოს ნაკრები კვიპროსს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გორში 10 ნოემბერს გამართავს.

გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულებზე: საქართველო - კვიპროს უკვე შეუძლია.

შეხვედრა 17 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთის ფასია 2 ლარი.

ელექტრონული ბილეთების გაყიდვის საიტის ბანერზე გამოსახულია ნაკრების წევრი გურამ კაშიაც. თუმცა, ოფიციალურად უცნობია ნაკრების შემადგნელობა.

გურამ კაშია ჰოლანდიური კლუბის “ვიტესის” კაპიტანია. კლუბის წევრებმა ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშეს, რის გამოც “ქართველთა მარშის” წევრებმა საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან კაშიას გარიცხვა მოითხოვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები