ახალი ამბები
სამბისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები, 8 ნოემბერს სოჭაში მსოფლი ჩემპიონატზე გაემგზავრება. მანამდე კი, ეროვნული ნაკრები ჩემპიონატისთვის მზადებას გორში გადის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გორის სპორტული სკოლების გაერთანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ ბალახაძემ აცნობა.

ქართველი სამბისტები, მთავარი მწვრთნელის ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, უკვე ერთი კვირაა გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ემზადებიან.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ უპირატესობას გორს ანიჭებს, რადგან მისი თქმით სპორტსმენების სავარჯიშოდ გორში უკეთესი პირობებია.
,
სამბისტთა შეკრებით ამჯერადაც კმაყოფილია ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგრეთვე სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილი ცინცაძე, რომელიც 2 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშებს პირადად დაესწრო.

შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი შეჯიბრებაზე გამგზავრების წინა დღეს დაასახელებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები