ახალი ამბები
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 30 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის არ ქონის გამო მშობლებს ბავშვები მეზობელ სოფლებში დაყავდათ.

ამორტიზებული შენობა ხურვალეთის ჩასახლებაში, ერედვის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გარემონტდა, ხოლო საბავშო ბაღი საჭირო ინვენტარით, დევნილთა ,,საარსებო წყაროებით '' უზრუნველყოფის სააგენტომ აღჭურვა .

საბავშვო ბაღში ხურვალეთში მცხოვრები დევნილები დასაქმდნენ.

საბავშვო ბაღის გახსნას გუბენატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, გორის ახლად არჩეული მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე დაესწრნენ,რომლებმაც მშობლებს და ბავშვებს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები