ახალი ამბები
სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ანი ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.

სკოლის ექსტერიერს რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წილობრივი მონაწილეობით 219 000 ლარით დაფინანსდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

გასული ოთხი ათეული წლის მანძილზე შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა. პროექტის მიხედვით, განხორციელდა შენობის მთლიანი ფასადის მოპირკეთება ეკლარის ახალი ქვის ფილებით, ფასადის შიდა სივრცის ჭერზე დაზიანებული ნალესის მოხსნა და ახლად შელესვა, ტერასაზე არსებული პერგოლის წყალგამძლე მასალებით დამუშავება.

ახლად რებილიტირებული შენობა რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალური ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, გორში 1974 წელს გაიხსნა. ექსპლოატაციაში შესვლიდან დღემდე სკოლას კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩასტარებია, გარდა ინტერიერისა, რომელიც საფუძვლიანად 2015 წელს შეკეთდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები