ახალი ამბები
გორის მერიამ 100%-იანი გრანტის მქონე 35 აბიტურიენტი დააჯილდოვა
3 ნოემბერს საუკეთესო გორელი აბიტურიენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ქალაქ გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა.

ქალაქ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის (100%-იანი გრანტის მქონე) 35 აბიტურიენტს ერთჯერადი ფულადი საჩუქრით დააჯილდოვა. ქულათა რაოდენობის მიხედვით პირველი თხუთმეტი ახალგაზრდამ 1000, მომდევნო 15 – 500, ხოლო დრჩენილმა ხუთმა სტუდენტმა 300 ლარს მიიღო.

ქალაქ გორის სკოლებიდან 2016-2017 სასწავლო წელს ყველაზე მაღალი შედეგი ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა აჩვენეს, 35 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტიდან რომლებიც მერიამ დააჯილდოვა 10 მე-3 სკოლის კურს დამთავრებულია, 6 ქალაქ გორის 1 საჯარო სკოლის , 4 მე-4 საჯარო სკოლის , მე-12 სკოლის და გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის კურს დამთავრებულებიდან სამ სამი აბიტურიებუტი დაჯილდოვდა. მე-6, მე-9 და ამერიკის უნივერსიტეტის სკოლებიდან დაჯილდოვდნენ ორ ორი 100% გრანტის მფლობელები, ხოლო მე-2, მე-10 და სკოლა ეისის კურსდამთავრებულებიდან თითო აბიტურიენტი.

გორის მერის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე, მესამე წელია ხორციელდება.

ქალაქ გორის მერის პრიზის მისაღებად აბიტურიენტები რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნის მიხედვით შეირჩნენ: ქალაქ გორში რეგისტრაცია არანაკლებ 2 წლიანი ვადით, ქალაქ გორის კერძო და საჯარო სკოლების კურსის დასრულება და ეროვნულ გამოცედებში 100%-იანი გრანტის მოპოვება.

"გორელი ახალგაზრდების დაჯილდოებისათვის საჭირო 24 000 ლარი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ ფინანსდება. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებდა. მერია აფინანსებდა სკოლების მიერ წარდგენილ საინტერესო პროექტებს, რომელთა განხორციელება, აამაღლებდა მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერებასა და მოტივაციას, ზრდიდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას.“ - აცხადებს მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე.

100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტების სია:

1. ოქროპირიძე დავით - გორის №3 საჯარო სკოლა.
2. თურაზაშვილი თათია - გორის №3 საჯარო სკოლა.
3. ბუჟღულაშვილი გიორგი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
4. ნადირაძე ლუკა - გორის №12 საჯარო სკოლა.
5. მელიქიძე თამარ - გორის №10 საჯარო სკოლა.
6. საათაშვილი გიორგი - გორის №1 საჯარო სკოლა.
7. ცერცვაძე ჯულია - გორის №4 საჯარო სკოლა.
8. პატარაშვილი მარიამ - გორის №3 საჯარო სკოლა.
9. პაპუაშვილი მაია - გორის №12 საჯარო სკოლა.
10. სარალიძე ლანა - გორის №1 საჯარო სკოლა.
11. მდივანი რატი - გორის №3 საჯარო სკოლა.
12. ბედოშვილი ლუკა -გორის №1 საჯარო სკოლა.
13. ინაური თინათინ - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
14. მჭედლიშვილი ხატია - გადავიდა მე-3 სკოლიდან ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში, რეგისტრირებულია გორში.
15. ომაძე გიზო - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა.
16. დავარაშვილი მარი - №9 საჯარო სკოლა.
17. მარანელი სანდრო - გორის №3 საჯარო სკოლა.
18. სულეიმანიშვილი გიორგი - გორის №3 საჯარო სკოლა.
19. ყველაშვილი ონისე - სკოლა ეისი.
20. აბრამიძე ლალი - გორის №1 საჯარო სკოლა.
21. ბზიშვილი ელენე - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა.
22. ჯოხაძე ზურაბ - გორის №2 საჯარო სკოლა.
23. მარგველაშვილი სალომე - გორის №12 საჯარო სკოლა.
24. მახათაძე მერაბ - გორის №1 საჯარო სკოლა.
25. იმერლიშვილი მარიამ - გორის №4 საჯარო სკოლა.
26. აფციაური ნია - გორის №3 საჯარო სკოლა.
27. ეცადაშვილი ქრისტინა - გორის №6 საჯარო სკოლა.
28. გოზალიშვილი ერეკლე - გორის №4 საჯარო სკოლა.
29. ჯირკველიშვილი გიორგი - გორის №9 საჯარო სკოლა.
30. გოდერძიშვილი დავითი - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
31. კეჩხუაშვილი სალომე - გორის №1 საჯარო სკოლა.
32. ციხითათრიშვილი მარიამ - გორის №3 საჯარო სკოლა.
33. მოციქულაშვილი ანა - გორის №3 საჯარო სკოლა.
34. მაისურაძე სოფიკო - №4 საჯარო სკოლა.
35. დავითიძე სოფიო - გორის №6 საჯარო სკოლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები