ახალი ამბები
ზარდიანთკარში სარწყავი არხის მშენებლობა ორი თვის წინ უნდა დასრულებულიყო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში სარწყავი არხი შენდება. მასშტაბური პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.

სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს.

ამის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის ფარგლებში 2 კმ სიგრძის სარწყავი არხი და ოთხი სატუმბი სადგური შენდება.

,,ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა ისარგებლებს. მოირწყვება დაახლოებით 185 ჰექტარი მიწის ფართობი. სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება" - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ზარდიანთკარელები ამბობენ, რომ ამჟამად სისტემის მოწყობა მთავრდება. წყალს მდინარე ლიახვიდან გადაქაჩავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები