ახალი ამბები
ხიდისყურსა და საქადაგიანოში სასმელი წყლის სისტემას ამონტაჟებენ
ეთნიკური აზერბაიჯანელბით დასახლებულ კასპის სოფლებში სასმელი წყლის სისტემებს ამონტაჟებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, სოფელ საქადაგიანოში სამუშაოები ,,სვანების ქვედა დასახლებაში" მიმდინარეობს, ხოლო სოფელ ხიდისყურში მთლიან მაგისტრალს რეზერვუარით აკეთებენ.

,,მაგისტრალის გარდა, რომლის სიგრძე 1 200 გრძივი მეტრია მოეწყობა საქლორატორო, დამონტაჟდება ახალი ტუმბო და შეკეთდება არსებული რეზერვუარები." - აცხადებენ გამგეობაში.

,,პროექტის დასრულების შემდეგ სვანების ქვედა დასახლების მოსახლეობა მიიღებს სასმელ წყალს და მოხდება მათი ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ხოლო სოფელ ხიდისყურში ამ ეტაპზე საუბნო ონკანები დაყენდება. საჭირო წყლის დებეტის შემთხვევაში კი ხიდისყურის მოსახლეობა ანალოგიურად გამრიცხველიანდება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

დაფინანსების წყარო ცენტრალური (95% ) და ადგილობრივი ბიუჯეტია (5%), სამუშაოების ღირებულება 307 000 ლარი, რომელსაც შპს „ფუძე“ ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები