ახალი ამბები
გორის თეატრის მსახიობს სამკურნალოდ 70 ათასი ლარი ჭირდება
გორის თეატრის მსახიობი მაია ტურაშვილი დაავადებას ებრძვის და, როგორც ამბობს, ჯერჯერობით, წარმატებით. მისი თქმით, სიმსივნე 95%-ით დაამარცხა.

ამ ეტაპზე, ძლიერი მედიკამენტებით მკურნალობა ესაჭიროება. წამლების ღირებულება საბოლოო ჯამში 70 ათას ლარს აღწევს. მსახიობი საცხოვრებელ სახლს უვე ჰყიდის. სოციალურ ქსელში კი, მის დასახმარებლად მოქალაქეებმა გარკვეული რაოდენობის თანხაც გაიღეს.

,,უფლის წყალობით და მოქალაქეების შეწევნით ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ სწორედ ის წამლები დამრჩა მისაღები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩემთვის. არ ფინანსდება და ძალიან ძვირი ღირს" - ამბობს მაია ტურაშვილი

ეს წამლებია:  ,,პერჯეტა - თითო 8000 ლარი. ჰერცეპტინი - თითო კურსი 3800 ლარი.

,,რასაც მე ვერაფრით ვერ შევწვდები. ვიცი, ყველას თავისი პორობლემა აქვს და ისიც ვიცი, რა ყოფაშიც გვიხდება ცხოვრება, მაგრამ, ვთხოვ, ყველას და, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა დახმარების, ნუ მიმატოვებს ეხლა, როდესაც სასწაული მოხდა და თითქმის 95% განკურნებულია ჩემი დაავადება" - აცხადებს მაია ტურაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები