ახალი ამბები
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი გაიხსნა
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

როგორცშიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდებარე სოფლებისკენ მიმავალი გზების მშენებლობა.

მონაკვეთის გახსნა ივლისში იგეგმებოდა, თუმცა,  სამუშაოები მთლიანად შემოდგომით დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

,,აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია."- აცხადებენ დეპარტამენტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები