ახალი ამბები
გორის გვირაბთან ავტობანზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
დღეს, დაახლოებით, 18 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის გორი-რუისის მონაკვეთზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ამის გამო, გვირაბთან მოძრაობა თბილისის მიმართულებით შეფერხდა.

,,ოპელისა" და ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანების მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.  ავარიის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია სწავლობს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები