ახალი ამბები
მორაგბეები და ამერიკის კუთხის მოხალისეები მე-12 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ
მე-12 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, მშობლებმა და აღსაზრდელებმა გორელ მორაგბეებს და ,,ამერიკული კუთხის" მოხალისეებს უმასპინძლეს. შეხვედრა რაგბის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა. მას მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები შეუსრულეს და რაგბის შესახებ მათთვის ცნობილი ინფორმაციები გააცნეს, შემდეგ კითხვები დაუსვეს და პასუხებიც მოისმინეს.

პატარა მასპინძლებს მორაგბეებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.  ღონისძიებას ორგანიზება ამერიკის კუთხემ გაუწია, რომლის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომავალ თაობასთან მომავალშც არაერთი ღონისძიება მოეწყობა.

გადმოცემის მიხედვით, რაგბი მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა და 1823 წლის 7 აპრილს სპორტის სახეობად გამოცხადდა. 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, რომელიც ინგლისის ქალაქ რაგბის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, წესი დაარღვია – ბურთს ხელი სტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა, რითაც დასაბამი დაუდო სპორტის ახალ სახეობას.

სადღეისოდ, ეს ვერსია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარი ჯილდო, მსოფლიოს თასი, მაინც ელის სახელს ატარებს, რაგბის კოლეჯის კედელს კი, ისევ ამშვენებს მემორიალური დაფა წარწერით: “დაე, ეს დაფა გვახსენებდეს უილიამ უებ ელისის დიდებულ საქციელს, ვინც გაბედა წესის დარღვევა, ხელში აიტაცა ბურთი და გაიქცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები