ახალი ამბები
რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა
რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპის მუნიციპალიტეტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.

პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილი ინიციატივით, ის ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა, სადაც ანსამბლ ,,თსუ გორდელას" შემოქმედებას და მწერლისა და პოეტის თემურ ჩალაბაშვილის პოეზია მოასმენინეს.

ირაკლი მეზურნიშვილმა მანამდე ირაკლი ფირცხალავა თვალადის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე დაპატიჟა, სადაც ახლადგარემონტებული სკოლის მოედანზე ფეხბურთი საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად მოსწავლეებმა ითამაშეს.

ფეხბურთელები: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ლომაია და მოწვეული სტუმარი, მომღერალი  ირაკლი ფირცხალავა, კასპის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებს შეხვდნენ. მატჩის ბოლოს, სიმბოლურად, სტუმრებმა ახალგაზრდებს სპორტული მაისურები და ბურთები გადასცეს.

ირაკლი ფირცხალავა  13 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. თუმცა კლუბი 2 წლის შემდეგ დატოვა.











 

Print

სტატიის გამოყენების პირობები