ახალი ამბები
გიორგი გეგელაშვილი სომხეთიდან, ბესო ბასიშვილი კი თბილისიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის სასპორტო სკოლის თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა სომხეთსა და თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპორტული სკოლების გაერთიანებიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გიორგი გეგელაშვილი ერევნიდან ოქროს მედლით დაბრუნდა, ხოლო გიორგი ბასიშვილი - თბილისიდან. 

,,5 ნოემბერს სომხეთში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი გეგელაშვილი (51 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მისი შედეგი მოულოდელი არ ყოფილა, ვინაიდან გიორგი ამ შეჯიბრებაზე ფავორიტად იყო მიჩნეული. იგი წლევანდელი წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. სომხეთში გეგელაშვილმა კიდევ ერთხელ დაამატკიცა თავისი შესაძლებელობები." - აღნიშნავს სპორტული ცენტრის წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე.

პარალელურად, 4-5 ნოემბერს თბილისში, თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური მომზადების ცენტრის ღია პირველობა გაიმართა. აქაც შოთა ჩოჩიშვილის სასპორტო სკოლის კიდევ ერთმა, თავისუფალი სტილის მოჭიდავემ, მძიმეწონოსანმა ბესო ბასიშვილმა პირველი ადგილის დაკავება შეძლო. მასთან ერთად, მისი ორი თანადარბაზელი სპორტსმენი – ლუკა ვანიშვილი (41 კგ) და ილია ერაძე (63 კგ) მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.

დღე, 7 ნოემბერს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში ორივე ტურნირზე გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები, მწვრთნელებთან ერთად, ჟურნალისტებს შეხვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები