ახალი ამბები
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გორში 10 დღით დაიკეტება
ქალაქ გორში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს რემონტი ჩაუტარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, შენობას შეკეთება ქუთაისის ქუჩის მხარეს ჭირდება. 

კერძოდ, შეიღებება კედლები და ჭერი, რომელსაც ძველ საღებავს ჩამოაცლიან. ამის გამო, ოფისი, სავარაუდოდ, 10 დღით, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიკეტება.

ტურისტული ცენტრი ა(ა)იპ ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრი’’-ს სარგებლობაშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები