ახალი ამბები
ხაშურში ამომრჩევლებს დაპირდნენ, რომ სოციალური დაუცველის სტატუსს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები მიანიჭებს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მერის კანდიდატის გიორგი გურასპაშვილის მხარდასაჭერად შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე ხაშურის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

გუბერნატორმა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო, სოციალური დახმარებები მოუხსნეს და შესაბამისად არსებობს დიდი უკმაყოფილება,, ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების უფლება გადასცეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ამით კი შედარებით მარტივად მოგვარდება ყველასათვის ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკეთ იცის, ვინ არის გაჭირვებული და დაზარალებული თავის რაიონში"  - განაცხადა კახა სამხარაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები