ახალი ამბები
საქართველოდან აზერბაიჯანში 984 მობილური ტელეფონი მალულად გადაჰქონდათ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მტკვარის’’ გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა 984 ერთეული მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულება, ჯამში, 22 240 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები