ახალი ამბები
უვიზოდ მიმოსვლის შესახებ გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
„რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ“ - ამ საკითხზე გამართულ შეხვედრას გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას, ადგილობრივი მოსახლეობა, პედაგოგები და მოსწავლეები შეადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის თემაზე ინფორმაცია ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენელმა, ანა ჯებისაშვილმა მიაწოდა. საუბრის თემა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, უვიზო მომისვლა ევროკავშირში/შეენგენის სივრცეში, დეპორტაცია, გაძევება, თავშესაფრის ძიება და ა.შ.

ანა ჯებისაშვილის თქმით, ბოლო 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 1760 მოქალაქე დააბრუნეს. არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის თაობაზე შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალურად ამ თემაზე მომზადებული ფილმიც ნახეს, რასაც დისკუსია მოჰყვა.

შეხვედრა კამპანიის, ,,ევროპა სახლია“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადების რეგიონული ქსელი და არასმათავრობო ორგანიზაცია ,,სიდა" ერთობლივად ახორციელებენ. აღნიშნულ კამპანიას პარტნიორობას შიდა ქართლში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ უწევს.



გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადების რეგიონული ქსელის და არასმათავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" კამპანია რეგიონებში ,,ევროპა სახლია"- ს ფარგლებში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსმა" საინფორმაციო შეხვედრა ევრორეგიონალური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატარა.

კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები „რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ“ და შესაძლებლობა ჰქონდათ, ეხილათ ვიდეო რგოლები უვიზო მიმოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის თაობაზე.
შეხვედრას ესწრებოდა ა/ო სიდას წარმომადგენელი თორნიკე აბაშიძე. ტრენინგი ჩაატარეს მეგი ბიბილურმა და ანა ჯებისაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები