ახალი ამბები
,,ძამას ხეობა ნარჩენებით სავსეა" - გარემოს დაცვის საკითხებზე ქარელში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტში 2018-2022 წლებისათვის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა დამუშავდა.

ამის თაობაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისათვის, საჯარო მოხელებისათვის და მოსახლეობისათვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო.

მოსახლეობას ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მერი არხოშაშვილმა წარუდგინა; რომელმაც აღნიშნა რომ, გეგმა მიზნად ისახავს, ნარჩენების მართვის ისეთი სისტემის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლების, კომერციული ობიექტებისა და ადგილობრივი საწარმოებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელის დახურვა–რემიდიაციას; ასევე, გეგმა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივ დანერგვას, მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების ამოღების ეფექტიანი სისტემის დანერგვასა და მის გამართულ ფუნქციონირებას.

შეხვედრას კავაკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN- ის შიდა ქართლის კორდინატორიცდამუშავდა ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას გააცნო თუ რა მნიშვნელობა აქვს მუნციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას და მის ეფექტიანად განხორციელებას. ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში, ქარელის მუნიციპალიტეტს დახმარება გაუწია, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელმა CENN -მა. პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში‘’ (WMTR) ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ფინასურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უწევს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაზე, ზღუდერის თემის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტურისტულ სეზონზე ძამას ხეობაში დიდი რაოდენობით ნარჩენები გროვდება. იგი დარწმუნებუია, რომ აღნიშნული პროგრამა კი, მსგავსი საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები