ახალი ამბები
გორის ახლადარჩეული მერი სტუდენტებს შეხვდა
გორის მერად ოფიციალურ გამოცხადებამდე კოტე თავზარაშვილი სტუდენტებს შეხვდა. ამის თაობაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სტაჟიორმა, თამუნა ანესაშვილმა იზრუნა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისთვის ადგილობრივი ახალგაზრდების აზრი და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი უნდა იყო. 

კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მასთან, სწორედ, ის საკითხები დააყენეს, რომელიც ადგილობრივი მერიის კომპეტენციაში შედის:

,,მაგალითად, საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, ქუჩების სახელების შეცვლაზე" - განაცხადა თავზარაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები