ახალი ამბები
საქართველო-კვიპროსის ამხანაგური მატჩი პოლიციის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს
დღეს, გორში, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის, სპეცდანიშნულების რაზმისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო საქართველო-კვიპროსის ამხანაგური მატჩი.

ამის მიზეზი ,,ქართული მარშის" წევრების მოსალოდნელი საპროტესტო აქცია იყო.  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე მაყურებელმა ერთი საათით ადრე დაიწყო მისვლა. სტადიონის შესასვლელებში მოქალაქეებს სპეციალური ხელსაწყოებით ამოწმებენ. 

კონტროლიორების თქმით, ,,მარშის" წევრები თამაშის დაწყებამდე სტადიონთან მივიდნენ, თუმცა შემდეგ დატოვეს ტერიტორია. ისინი ნაკრებში გურამ კაშიას მონაწილეობას აპროტესტებდნენ.

გურამ კაშია ჰოლანდიური კლუბის “ვიტესის” კაპიტანია. კლუბის წევრებმა ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშეს, რის გამოც “ქართველთა მარშის” წევრებმა საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან კაშიას გარიცხვა მოითხოვეს.










Print

სტატიის გამოყენების პირობები