ახალი ამბები
თელიანი-მეტეხის გზაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
მამაკაცი, რომელიც თელიანი-ახალქალაქი-მეტეხის გზაზე ფეხით მოძრაობდა, ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. მანქანის დაჯახების შედეგად, სხეულის მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, თავის არეში, აღენიშნებოდა.

შემთხვევა ერთი საათის წინ, მდინარე თეძამის ხიდთან მოხდა. კასპის შს სამმართველოს თანამშრომლები გარდაცვლილის ვინაობას ადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც მსხვერპლით დამთავრებულ ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

ამ წუთებში, ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მძღოლმა, დაჯახების შემდეგ, ავტომანქანა გააჩერა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები