ახალი ამბები
ხაშურში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს ხაშურში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ტური კიდევ 5 მუნიციპალიტეტში ტარდება.

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები