ახალი ამბები
10:00 ამომრჩეველთა აქტივობა ხაშურის მერის არჩევნებზე 4,13%-ია
ხაშურის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 10 საათისთვის უბანზე 2021 მოქალაქე გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (48 963) 4,13%-ს შეადგენს.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 2 535 ამომრჩეველი იყო მისული. 5.2%.

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები