ახალი ამბები
12:00 სთ-ის მონაცემებით ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა 12,6%-ია
ხაშურის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით კკვლავ დაბალია.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დილის 12 საათისთვის უბანზე 5 646 მოქალაქე გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (48 963) 11,53%-ს შეადგენს.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 6 181 ამომრჩეველი იყო მისული. 12.6%.

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)
Print

სტატიის გამოყენების პირობები