ახალი ამბები
12:00 ,,საიას" დამკვირვებლებმა ხაშურის საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს ორი შენიშვნა მისცეს
დილის თორმეტი საათის მონაცემებით, ხაშურის საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს ,,საიას" დამკვირვებლებმა ორი შენიშვნა მისცეს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შენიშნები ხაშურის პირველ და 29-ე უბნებზე დაიმსახურეს.

კერძოდ, პირველ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ნაცვლად ძირითადი ყუთისა, ბიულეტენი გადასატან ყუთში ჩააგდო.

ხაშურის # 29 უბანზე კი,ბიულეტენების შეკვრაში, 50-ის ნაცვლად 49 ბიულეტენი აღმოჩნდა.

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები