ახალი ამბები
გორის ახალი მერი მოადგილეებს წარადგენს
13 ნოემბერს, გორის მერი კოტე თავზარაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს წარადგენს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჟურნალისტებს ახლადარჩეული მერი მოადგილეების კანდიდატურებს გააცნობს. წარსადგენ კანდიდატურებს შორის, ეკატერინე სუხიშვილი და ალექსი მარიამიძეა.

ალექსი მარიამიძე შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ამჟამად იმ სამსახურს ხელმძღვანელობს, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებთან ურთიერთობა ევალება. ყოფილი მოსამართლე ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან დაინიშნა.

ეკატერინე სუხიშვილი ევრორეგიონული უნივერსიტეტის პრორექტორია და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, კოტე თავზარაშვილის მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები