ახალი ამბები
15:00 სთ-ის მონაცემებით, ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა 22,1%-ია - დაწერილია ერთი საჩივარი
ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 საათისთვის უბანზე 10 822 მოქალაქე გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (48 963) 22,1%-ს შეადგენს.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 11 913 ამომრჩეველი იყო მისული. 24,3%.

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები