ახალი ამბები
ალის ამომრჩევლები ხაშურის მერის არჩევნებზე (Photo)
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საარჩევნო უბანზე პენსიონერები აქტიურობენ. ამის თაობაზე ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

უბანზე სადაც 973 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 15 საათისთვის მხოლოდ 253 მოქალაქე მივიდა.

ხაშურში მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც ორი კანდიდატი - გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნებიდან) და რამაზ ნოზაძეა (დამოუკიდებელი კანდიდატი) წარდგენილი.

სადამკვირვებლო ორგანიზების წარმომადგენლების ცნობით, ხაშურში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ერთადერთი საჩივარია დაწერილი, ისიც ხაშურის პირველ უბანზე.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის საჩივრის მიხედვით, მოქალაქეს ბიულეტენების კონვერტი გადასატან ყუთში ჩააგდებინეს. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი კომისიის წევრების დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

რაც შეეხება ატქივობას, დილის 12 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 12,6%-ი გამოცხადებული















Print

სტატიის გამოყენების პირობები